Logo

ანსამბლი "აფხაზეთი" პალერმოში კონცერტს გამართავს

Frontnews image description

დღეს, ქალაქ პალერმოში, „Don Bosco Ranchibile“-ის საკონცერტო დარბაზში, აფხაზეთის სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "აფხაზეთი“ საზეიმო პროგრამით წარდგება.

კულტურულ ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრება. საპატიო სტუმართა შორის იქნებიან ქალაქ პალერმოს მერი და სხვა ადგილობრივი ოფიციალური პირები.

საღამოს ასევე დაესწრებიან ის იტალიელი ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში, სხვადასხვა ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, საკუთარ სახლებში უანგაროდ მასპინძლობდნენ დევნილ ბავშვებს აფხაზეთიდან.

ღონისძიებაზე ასევე მიწვეული არიან ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ეს ანსამბლ "აფხაზეთის" პირველი გასტროლია სიცილიის დედაქალაქში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები