ანსამბლმა “ბორჯომმა” Errichetta Festival-ში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რომში გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
12-16 დეკემბერს, ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა “ბორჯომმა” Errichetta Festival -ში მიიღო მონაწილეობა, რომელიც იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართა.
ანსამბლმა “ბორჯომმა” რომში, თეატრ Garbatella ორი ფოლკლორული კონცერტი ჩაატარა.
ფესტივალში მონაწილეობდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური ჯგუფები.
ანსამბლის ხელმძღვანელის გიორგი ბუგიანიშვილის თქმით, ანსამბლი “ბორჯომი” იტალიაში Errichetta Festival-ის ორგანიზატორების მიწვევით იმყოფებოდნენ.
“ანსამბლმა “ბორჯომმა” ასეთ მასშტაბურ ფესტივალზე პირველად მიიღო მონაწილეობა. თავდაპირველად დაგეგმილი გვქონდა ერთი კონცერტი, თუმცა საზოგადოების დიდი მოთხოვნის გამო მეორე კონცერტიც გავმართეთ, მინდა გითხრათ, რომ ორივე კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. მინდა ანსამბლის სახელით მადლობა გადაუხადო ბორჯომის მუნიციპალიტეტს, იტალიის და ვატიკანის საელჩოს მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა გიორგი ბუგიანიშვილმა.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს