
ავტორი
Front News საქართველო
ჭიათურის კულტურის ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა “ჩანგმა” თურქეთში, ქალაქ სტამბოლში გამართულ კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მსოფლიოს 64 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
“ჩანგმა” საპატიო მეორე ადგილი დაიკავა. დუეტების კონკურსში მესამე საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ ანსამბლის მოცეკვავეები – თათია კობახიძე და ბუბა სავანელი.
“ფასდაუდებელია ანსამბლ “ჩანგის” ხელმძღვანელებს ბატონ თამაზ ბრეგვაძის და ქალბატონ ნონა თუთარაშვილის ის თავდაუზოგავი შრომა, რაც მათ ანსამბლის განვითარებისათვის წლების მანძილზე გასწიეს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტის სახელით ვულოცავთ ანსამბლს ამ დიდ გამარჯვებას და დამსახურებულ ჯილდოებს”,- აცხადებენ ჭიათურის კულტურის ცენტრში.
თაგები:
ჭიათურა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს