Logo

ანტალიაში დღეს უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

უკრაინა
10.03.2022 / 09:39
Frontnews image description

ომის დაწყებიდან პირველად დღეს უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

 

დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი ერთმანეთს ანტალიაში შეხვდებიან.

 

ანტალიაში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უკრაინული მხარე სამ მოთხოვნას წამოაყენებს:

 

ცეცხლის შეწყვეტა

 

ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლება

 

ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ შეხვედრით რაიმე სახის გარღვევა მოსალოდნელი არ უნდა იყოს, მაგრამ ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებას აპირებს. 

Advertisement