Logo

“ანთებული ღუმელი რომ მესროლა, უცბად ღუმელის კარი გაიღო და ბავშვს თავში მოხვდა”

საზოგადოება
457
Frontnews image description

გარდაცვლილი 11 თვის ჩვილის დედა თეონა ონიაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული მეუღლის ზურაბ შავლიაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას სამართლიანად მიიჩნევს.

„შვილი მომიკლა, წიწილა ხომ არ არის? 11 თვის ბავშვი ცივ სამარეში ჩავდე და რატომ არ უნდა დაისაჯოს ასეთი მამა? მოსამართლეს ვეთანხმები, უნდა დაისაჯოს!”, – აცხადებს გარდაცვლილი ბავშვის დედა.

თეონა ონიაშვილის თქმით, ჩვილმა დაზიანებები თავის არეში იმ დროს მიიღო, როცა ქალს მეუღლემ ანთებული ღუმელი ესროლა.

"ამბობენ, ღუმელი რომ მესროლა, ბავშვი ავიფარე – ტყუილია. ანთებული ღუმელი რომ მესროლა, უცბად ღუმელის კარი გაიღო და ბავშვს თავში მოხვდა. ცოტა სუნთქავდა, როცა მეზობელთან გავიყვანე და სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ დაიღუპა”, – აცხადებს თეონა ონიაშვილი.

თაგები:

Advertisement