
ავტორი
Front News საქართველო
ანტიკორუფციული მოძრაობა აცხადებს, რომ ბათუმში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი შემოვიდა, რომელიც სანქცირებული ნავთობითაა დატვირთული.
მოძრაობის ინფორმაციით, ტანკერი PLANEO რამდენიმე საათია, ბათუმში შევიდა, ის კვიპროსიდან, ვასილიკოს პორტიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
“ჩვენმა ხელისუფლებამ ყოველდღიურობად აქცია ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული ტვირთის შემოსვლა. ამჯერად ბათუმის პორტში შემოსულია რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც განთავსებულია რუსული სანქცირებული ნავთობი. დიდი ალბათობით შემდეგ მოხდება სანქცირებულ ნავთობზე სერტიფიკატის გაყალბება და აღნიშნული ტვირთი უკვე ექსპორტზე გავა როგორც არასანქცირებული ტვირთი და ამით მოსალოდნელია, რომ გასქელდება ბიძინა ივანიშვილის და უჩა მამაცაშვილის ჯიბეები“, – აცხადებს ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენელი ლაშა ხოზრევანიძე.
თაგები:
ბათუმი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს