ანტონ ჩეჩინს 8 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

ავტორი
Front News საქართველო
საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ ანტონ ჩეჩინს 8 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს.
თაგები:
ანტონ ჩეჩინი




