
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალციხის-ბორჯომის-ასპინძის და ადიგენის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან ერთად ასპინძის სოფლების: თოკის, ვარგავის, საროს, ნიჯგორისა და ივერიაშის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვებს საქართველო, ხოლო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი.
“ჩვენთვის უმთავრესია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური წინსვლა“, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე, „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს