
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანტონ ობოლაშვილის თქმით, სამცხე-ჯავახეთში გამართულ პარტიულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და ბიუროს წევრებს აირჩევენ.
“სამცხე-ჯავახეთში პარტიული კონფერენციები ორი დღის განმავლობაში გაიმართება. დღეს გვექნება ახალციხეში, ადიგენსა და ბორჯომში, ხვალ კი – ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. იქნება განხილვები, საუბრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნული იქნება ისიც, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი გამომდინარეობს საქართველოს ინტერესებიდან“, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
“ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. კონფერენციები უკვე ჩატარდა აჭარასა და თბილისში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს