ანტონიო გუტიერეში – ომმა კაცობრიობის მეხუთედზე მეტი შესაძლოა, შიმშილის იმ მასშტაბამდე მიიყვანოს, რომელიც ათწლეულები არ ყოფილა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში ომმა კაცობრიობის მეხუთედზე მეტი შესაძლოა, სიღარიბისა და შიმშილის იმ მასშტაბამდე მიიყვანოს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა.
ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში „ტვიტერზე“ წერს.
“უკრაინაში ომმა შეიძლება, კაცობრიობის მეხუთედზე მეტი ჩააგდოს ისეთი მასშტაბების სიღარიბესა და შიმშილში, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა. ომისა და მისი შედეგებიდან ერთადერთი მდგრადი გამოსავალი მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და დაუცველი ხალხისთვის არის მშვიდობა“, – წერს გუტიერეში „ტვიტერზე“.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს