Logo

ანტონიო ტაიანი – მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზას და ტერიტორიულ მთლიანობას

პოლიტიკა
1528
Frontnews image description

საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციის გაფორმებას იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი ანტონიო ტაიანი “ტვიტერზე” ეხმაურება.

“საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც განამტკიცებენ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და გააღრმავებენ თანამშრომლობას მეცნიერებისა და კულტურის სფეროში.

მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზას და მის ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ტაიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას ხელი 21 აპრილს მოაწერეს.

Con il Ministro degli Esteri della #Georgia @iliadarch abbiamo firmato oggi importanti Accordi che rafforzano le nostre relazioni bilaterali e approfondiscono collaborazione scientifica e culturale. Sosteniamo il percorso europeo della Georgia e la sua integrità territoriale pic.twitter.com/j0XTnKCHGe
— Antonio Tajani (@Antonio_Tajani) April 22, 2023

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები