Logo

“ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოჭრას? აბა გაბედეთ! მრავლისმნახველი ვარ და ასეთი ამბების ფინალიც ვიცი”

საზოგადოება
659
Frontnews image description

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სასამართლოს მიერ პროკურატურისთვის "TV პირველიდან" მასალების ამოღების ნებართვის მიცემას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ! ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა?  რატომ გამახსენდა შევარდნაძის დროის "რუსთავი ორი"? დახურვის სურვილით აღგზნებულები რომ მიადგნენ დოკუმენტებით და მერე რითიც დამთავრდა, ყველამ ვიცით?  აბა გაბედეთ! Vato Tsereteli  ხომ იცი, მრავლისმნახველი ვარ და ასეთი  ამბების ფინალიც ვიცი", – წერს გრიგოლია.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "TV პირველიდან" მასალების ამოღების ნებართვა მისცა.

თაგები:

Advertisement