
ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ ისინი ერთიან კანდიდატს მხარს დაუჭერენ, რადგან მიაჩნიათ, რომ “ოცნების” რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლა გადამწყვეტია.
“ერთიანობას არ აქვს არანაირი ალტერნატივა, მაშინ როდესაც ებრძვი 5 მილიარდს და ოლიგარქის ხელისუფლებას. ასე რომ, ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე. ბუნებრივია, მხარს ვუჭერთ ერთიანობას. მხარს ვუჭერთ ერთიან კანდიდატს თბილისში და ასევე, ვფიქრობთ, რომ უნდა შედგეს შეთანხმება საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებში.
სამწუხაროდ, გვაქვს რეალობა, რომ მთელ რიგ ოპოზიციონერებს უბრალოდ აღარ სურთ ვადამდელი არჩევნები. ეს არის მათი შეცდომა, იმიტომ რომ ქვეყანას სჭირდება ვადამდელი არჩევნები. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ აიღოს 43%”- განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
თაგები:
ანზორ ბიწაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს