
ავტორი
Front News საქართველო
ამ სიტუაციაში, როდესაც საზოგადოება ელოდება ოპოზიციისგან ქმედით და აქტიურ ნაბიჯებს, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე დრო არ უნდა დაიკარგოს – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ანზორ ბიწაძემ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ დემოკრატიის სამიტზე გაჟღერებული ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ფიგურიდან და წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე ოპტიმიზმის საფუძველი არ აქვს.
“ყველაფერი, რაშიც ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი, დამთავრდა ოპოზიციის ან გადაგდებით ან დროის დაკარგვით, დაწყებული საკონსტიტუციო რეფორმის შეპირებით გაეროს მაღალი ტრიბუნიდან, დამთავრებული შარლ მიშელის დოკუმენტის ზარ-ზეიმით ხელმოწერით და შემდეგ ამ დოკუმენტის დარღვევით, რომელზეც მას ხმა არ ამოუღია.
ამ სიტუაციაში, როდესაც საზოგადოება ელოდება ოპოზიციისგან ქმედით და აქტიურ ნაბიჯებს, ვფიქრობ, რომ დრო არ უნდა დაიკარგოს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე. დაველოდოთ, რას შემოგვთავაზებს ის ნებისმიერ შემთვევაში, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველი მისი ფიგურიდან და წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე, ნამდვილად არ არსებობს”, – განაცხადა ბიწაძემ.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს