
ავტორი
Front News საქართველო
ყველაზე დიდი გამოწვევა ქართული დემოკრატიისთვის “შავი ფულის“ არსებობაა, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ანზორ ბიწაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვიდრე პარტიების დაფინანსება გამჭვირვალე არ გახდება, არჩევნები სამართლიანად ვერ ჩაითვლება.
“ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე დიდი პრობლემა ქართული დემოკრატიისთვის, როდესაც ოლიგარქი დგას პოლიტიკური პროცესების უკან, არის ზუსტადაც “შავი ფული“. წინასაარჩევნო კაპანიის დროს, არჩევნების დღეს ჩვენ ვხედავთ ამ შავი ფულის ტრიალს, ზოგჯერ პირდაპირ ეთერშიც…
თუ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ არ იქნება პოლიტიკური პარტიების დაფინანსება გამჭვირვალე და კანონით კარგად რეგულირებული, ყოველთვის არჩევნების ბედს გადაწყვეტს ის, ვინც უფრო კორუმპირებულია და ვისაც უფრო მეტი შავი ფულის რესურსი აქვს“, – განაცხადა ბიწაძემ.
ქვეყანაში პარტიების დაფინანსების წყაროების, ფინანსებზე ზედამხედველობისა და გამჭვირვალობის, ასევე რუსული გავლენების შესახებ დისკუსიას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მართავს.
თაგები:
ანზორ ბიწაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს