
ავტორი
Front News საქართველო
მინდა, ოცნების ხელმძღვანელებს მივმართო, დემოკრატიულ ქვეყანას, რაც ეკადრება, ისე მოიქეცით – განაცხადა ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე.
ხალხმრავალი აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მათი თქმით, ზუგდიდის მერის სტატუსი რეალურად ოპოზიციის მერობის კანდიდატს ანზორ მელიას ეკუთვნის.
შეკრებილ ხალხს მიმართა ანზორ მელიამ და მათ მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მან მიმართა ასევე “ქართულ ოცნებას” და დემოკრატიული ქვეყნისათვის შესაფერი კანონებით ქვეყნის მართვისაკენ მოუწოდა.
“მინდა “ოცნების” ხელმძღვანელებს მივმართო, დემოკრატიულ ქვეყანას, რაც ეკადრება, ისე მოიქეცით, გამითავისუფლე ჩემი მძევალი პრეზიდენტი და ის ბიჭები, რომლებიც ჩვენს ხმას, თქვენს ხმას იცავდნენ, რომ შეაგდეთ ჯურღმულში. რატომ? ღარიბაშვილს მივმართავ, რომ გამოდიხარ იქ სამიტზე და თავი მოგწონს, აქ ხალხი თქვენს წინააღმდეგ არის და თქვენს კანონებს არ ვემორჩილები და არც დავემორჩილები. ზუგდიდი არის გმირი ხალხის ქალაქი”, – განაცხადა მელიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს