
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა.
შეხვედრებზე, მხარეებმა აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეთა წინაშე მდგარ გამოწვევებზე – სოციალურ კეთილდღეობაზე, მათი საცხოვრებელი ადგილების ინფრასტრუქტურულ მოწესრიგებასა და განსახლების საკითხებზე ისაუბრეს.
“აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი საჭიროებების მოსმენა და შემდგომი რეაგირების მოხდენა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ამ მიზნით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან ინდივიდუალური შეხვედრები გავმართეთ.
ვცდილობთ თითოეული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის საჭიროება, რომელსაც ჩვენთან შეხვედრისას აჟღერებენ დროულად მოვაგვაროთ და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ მათთან უშუალო კომუნიკაციისას მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ.
ქმედითი და ეფექტური პროექტების განხორციელებისათვის აქტიურად ვაგრძელებთ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციას“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.
თაგები:
დევნილები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს