აფხაზეთიდან დევნილებს ჩაფიძის გულის ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიძის გულის ცენტრის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ყურადღება გამახვილდა ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებსაც ჩაუტარდათ კარდიოლოგიური კვლევის სრული გამოკვლევა.
დროებით დევნილ საზოგადოებას ექიმის დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.
“მადლობა მინდა გადავუხადო ჩაფიძის გულის ცენტრს თანამშრომლობისთვის. მსგავსი პარტნიორული ურთიერთობები მნიშვნელოვანია ჩვენი დროებით დევნილი საზოგადოებისთვის და მათი ჯანმრთელობისთვის. სამინისტრო მომავალში გეგმავს სხვა კლინიკებთან თანამშრომლობას და მემორანდუმის გაფორმებას”, – განაცხადა ლაშა ქარდავამ.
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, მინისტრის მოადგილე მანანა გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
დევნილები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს