აფხაზეთიდან დევნილებს ხელსაწყოები და წყლის საქაჩი ტუმბოები გადაეცათ

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთიდან დევნილებს პირადად შეხვდა და მათგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, საჭირო ხელსაწყოები, ინსტრუმენტები და წყლის საქაჩი ტუმბოები გადასცა.
სხვადასხვა სახის სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკური ინვენტარი თბილისში, დირსის კომპლექსის მე-13 კორპუსში და სამგორის რაიონში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში მცხოვრებმა დევნილებმა მიიღეს.
“შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უფრო აქტიურად შევძლოთ ჩვენი აფხაზეთელების მხარდაჭერა და მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა გამოიტანს მნიშვნელოვან შედეგებს“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.
თაგები:
დავით ფაცაცია




