აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოქალაქეები სხვადასხვა სტომატოლოგიურ მომსახურებას უფასოდ მიიღებენ


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკა “ეუ დენტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე დღეიდან აფხაზეთიდან დროებით დევნილი 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები სტომატოლოგიურ კლინიკა “ეუ დენტში” სხვადასხვა სტომატოლოგიურ მომსახურებას უფასოდ მიიღებენ.
“მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გამოხატული თანადგომისთვის. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდა ჩვენთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა დროებით დევნილმა საზოგადოებამ მიიღოს სრულფასოვანი სერვისი. სამინისტრო მზად არის სხვა ორგანიზაციებთან პარტნიორული თანამშრომლობისთვის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენს დევნილებს მეტი სამედიცინო სერვისი მივაწოდოთ უფასოდ”, – განაცხადა ლაშა ქარდავამ.
სამინისტროს უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქვს სხვა მიმართულებებითაც თანამშრომლობის დაწყება.
თაგები:
ლაშა ქარდავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს