აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის აფხაზეთის მთავრობაში ცხელი ხაზი ამოქმედდა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობისთვის ცხელი ხაზი – 143 ამოქმედდა, სადაც მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხზე, სწრაფი და ამომწურავი პასუხის მიღება შეუძლიათ, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის ინფორმირებისა და მთავრობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის, უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჯანდაცვის, განათლების და სოციალური მიმართულებით არსებული სერვისები. ამ მიზნით, მთავრობის წევრებთან ერთად სხვადასხვა რეგიონში, დევნილი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომელსაც დევნილ მოსახლეობას პირადად მინისტრები გადასცემენ, ცხელი ხაზის – 143-ის ამოქმედებამ კი მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩინა“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ცხელი ხაზის ნომერზე – 143 დაკავშირება უფასოა და შესაბამისი ინფორმაციის მიღება უკვე აფხაზურ ენაზეც არის შესაძლებელი.
თაგები:
ლევან მგალობლიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს