
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი მიზნად ისახავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სოციალური მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას.
“ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერა, სწორედ ამ ამოცანის ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ომის ვეტერანების მხარდაჭერა და ყველაფერს გავაკეთებთ ერთობლივად იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.
თაგები:
დევნილები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს