აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობას, პირველ არხსა და აფხაზეთის ა/რ-ის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს პირველ არხსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ეკატერინე წივწივაძემ მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის საარქივო მასალების ურთიერთწვდომის და გაცვლის მიმართულებით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და საზოგადოებრივი მაუწყებელი აქტიურად თანამშრომლობენ აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული საკითხების მედიაში გაშუქების კუთხით. აღნიშნული მემორანდუმი უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებას.
თაგები:
რუსლან აბაშიძე

აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრსა და მედია ცენტრს “ღია აფხაზეთისთვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა