აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების დირექტორებთან და სამხატვრო ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს შემოქმედებითი საქმიანობის პროცესში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე და სამომავლო ინიციატივებზე.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და მინისტრის მთავარი მრჩეველი მანანა ქვაჩახია ესწრებოდნენ.
თაგები:
ბექა ღვაჩლიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს