
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მოადგილეებთან – გურამ მისაბიშვილთან და იგორ კოპალიანთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მცხოვრებ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.
შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა სოფელ წინწყაროში მცხოვრები დევნილების საჭიროებები მოისმინეს და მოსახლეობას ის განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნეს, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
აფხაზეთიდან დევნილებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, მათი საჭიროებების შესაბამისი სოციალური და სხვა სახის პროექტები განხორციელდება.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პირადად მათგან მოგვესმინა ის გამოწვევები, რომლებიც სოფელ წინწყაროში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე დგას და გაგვეზიარებინა ინფორმაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამებისა და მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი პროექტების შესახებ.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერია და მათთან ერთად დასმული საკითხები აუცილებლად ხდება ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.
თაგები:
დევნილები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს