
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ნაძალადევის რაიონში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გარდაცვლილის ოჯახს დახმარებას გაუწევს.
“გულწრფელ თანადგომასა და სამძიმარს ვუცხადებთ აფხაზეთიდან იძულებით დევნილ ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს.
აფხაზეთის მთავრობა დახმარებას გაუწევს გარდაცვლილის ოჯახს. მთავრობის პრიორიტეტია იძულებით გადაადგილებულ პირებსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ინტერესების დაცვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
დევნილები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს