აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ფრანკფურტის ხელოსანთა პალატის პრეზიდენტს შეხვდნენ


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფრანკფურტის ხელოსანთა პალატის პრეზიდენტ კრისტოფ რისს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის დასახეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთის მოსახლეობისთვის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების გახსნის საკითხი.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სსიპ – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დირექტორი სალომე დოლიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე.
“მოხარული ვარ, რომ ფრანკფურტის ხელოსანთა პალატის პრეზიდენტმა კრისტოფ რისმა გამოხატა მზადყოფნა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით თანამშრომლობაზე.
მადლობას ვუხდი ფრანკფურტის ხელოსანთა პალატის პრეზიდენტს ჩვენი თანადგომისა და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პროფესიული განვითარების მიმართულებით მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.
თაგები:
დავით ფაცაცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს