აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს შეხვდნენ.
საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც დევნილი ახალგაზრდების საჭიროებებზე და მათ ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული.
“უდიდესი პატივია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან შეხვედრა და მისი ლოცვა-კურთხევით ღონისძიებების განხორციელება“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
დავით ფაცაცია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრები გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შეხვედრები გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა ბად-ჰომბურგში შეხვედრები გამართეს