აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს ფრანკფურტის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა უმასპინძლა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ გოგიტა თედორაძეს ფრანკფურტის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ულრიჰ კასპერმა უმასპინძლა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე, განიხილეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით პროექტების ერთობლივად განხორციელების შესაძლებლობები.
ქართული დელეგაციის წევრები ფრანკფურტის სავაჭრო სამრეწველო პალატის საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ და პალატის პრეზიდენტის მიწვევით ჰესენის ფედერალური მხარის ეკონომიკის მინისტრის კავე მანსურის წარდგენის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებებს ასევე, ესწრებოდა სსიპ – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დირექტორი სალომე დოლიძე.
თაგები:
დავით ფაცაცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს