Logo

აფხაზეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

პოლიტიკა
905
Frontnews image description

აფხაზეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ივანე დოლიძემ თანამდებობა დატოვა.

 

დოლიძემ შესაბამისი განცხადებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს უკვე მიმართა.

 

აღნიშნულ ინფორმაციას Front News-ს აფხაზეთის მთავრობაში უდასტურებენ, თუმცა უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება შესაძლო კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ჯერჯერობით უცნობია. 

Advertisement