
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, დაპირებისამებრ, 2022 წლის სექტემბრიდან სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შემოქმედებითი ჯგუფებისათვის სახელფასო ფონდი გაიზარდა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზის რეაბილიტაციის პროექტზე, რომლის ფარგლებშიც წლის ბოლომდე თეატრის დარბაზი განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვება.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია მონაწილეობდნენ.
თაგები:
აფხაზეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს