
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალი წლიდან ბიუჯეტის გაზრდას და ახალი პროგრამების დანერგვას გეგმავს, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა მომავალი წლის ბიუჯეტის გაზრდისა და პროგრამების გაფართოების საკითხებზე ისაუბრა.
“მიმდინარე წელს სამინისტრომ მნიშვნელოვნად გააფართოვა პროგრამები, რომლის ფარგლებში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას 100-მდე სამედიცინო სერვისს სთავაზობს. მომავალი წლისთვის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, იგეგმება თვისობრივად ახალი პროგრამების დანერგვა და არსებული პროგრამების გაფართოება, რაც ხელს შეუწყობს დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა ლაშა ქარდავამ.
შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებზე, არსებულ საჭიროებებზე და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
თაგები:
ლაშა ქარდავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს