
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უერთდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და აქტიურად ერთვება კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთვის, – აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე.
“აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების 85% სრულად ვაქცინირებულია.
მე ორივე დოზით ავიცერი „ფაიზერის“ საქართველოში შემოსვლისთანავე, ახლა კი ბუსტერ დოზის გაკეთების საშუალებაც მომეცა.
პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, სწორედ ამიტომ მინდა მოვუწოდო გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობასა და თითოეულ ადამიანს, რომ გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და ავიცრათ ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად.
#ავიცრათერთმანეთისთვის
#აფხაზეთისმთავრობა
#აფხაზეთისჯანდაცვა“, – წერს ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FChakvetadzeLevan%2Fposts%2F200115398997266&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”572″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
ლევან ჩაკვეტაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს