
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2024 წლის პროგრამები ამოქმედდა.
სამინისტროს 2024 წლის პროგრამების ფარგლებში 100-მდე სამედიცინო მომსახურება ფინანსდება: ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაცია; კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები; ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგია; მხედველობის ორგანოს სკრინინგი; რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობა; აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგი; ონკოპაციენტთა სამედიცინო მომსახურება; ბავშვთა აბილიტაცია; მაღალტექნოლოგიური კვლევები; დიაგნოსტიკისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსების ხელშეწყობა; ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება; საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება.
პროგრამებით სარგებლობა შეუძლია აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს.
თაგები:
დევნილები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს