
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას “აფხაზეთის კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების“ ხელშეწყობის პროგრამაზე.
პროგრამა გულისხმობს ისეთი პროექტების ხელშეწყობას, რომლებიც უზრუნველყოფს კულტურის ხელმისაწვდომობას, ქართულ – აფხაზური შემოქმედებითი პროცესების სტიმულირებას, ხელოვანი ადამიანების საქმიანობის პოპულარიზაციას, კულტურის ტრადიციული და ახალი დარგების (საშემსრულებლო, ვიზუალური, შემოქმედებითი მიმართულებების და სხვა…) გაძლიერებას, აფხაზური კულტურის ინტეგრირებას საერთო კულტურულ რუკაზე, მის გატანას საერთაშორისო დონეზე და ინკლუზიური პროექტების განხორციელებას, ახალგაზრდებში აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განაცხადის წარმოდგენა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3XT7R3r
თაგები:
აფხაზეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს