
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, „ხონის მუნიციპალიტეტის დევნილთა ბიზნეს ინიციატივების – „სამკერვალო სახლისა“ და „სილამაზის სახლის“ მატერიალური მხარდაჭერის“ პროექტის მონაწილეებს საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარი გადაეცათ.
კონკურსში გამარჯვებულ მეწარმეებს ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გადასცა. „სამკერვალო სახლსა“ და “სილამაზის სახლში“ აფხაზეთიდან დევნილი პირები არიან დასაქმებული.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამკერვალო საქმიანობის ხელშეწყობასთან და „სილამაზის სახლის“ მოწყობასთან დაკავშირებულ, დევნილთა ბიზნეს ინიციატივების მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას ითვალისწინებდა.
თაგები:
დევნილები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს