Logo

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში ხრისოპიღიის დედათა მონასტრის წინამძღვარსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ხრისოპიღიის დედათა მონასტრის წინამძღვარ იღუმენია თეოქსენსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო ქვეყნის გაძლიერებისა და გაერთიანების პროცესში დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობას. ყურადღება ქართულ-ბერძნულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე გამახვილდა. 

 

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ხრისოპიღიის დედათა მონასტრის წინამძღვარ იღუმენია თეოქსენს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო ბანაკის მოწყობის მხარდაჭერისთვის. 

 

“ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერაა. აღნიშნულ პროცესში ქართული დიასპორების, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი  ხრისოპიღიის დედათა მონასტრის წინამძღვარ იღუმენია თეოქსენს აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის კუნძულ კრეტაზე საერთაშორისო ბანაკის მოწყობის მხარდაჭერისთვის და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მათი თანადგომისათვის. იმედი მაქვს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების გაერთიანებას“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე და სასულიერო პირები.

თაგები:

დიასპორა
Advertisement