აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ზუგდიდის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შეხვდნენ


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ზუგდიდში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში არსებულ მდგომარეობაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე და ერთად იმსჯელეს დევნილთა წინაშე არსებული პრობლემური საკითხების მოგვარების გზებზე.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს განახორციელებს.
“მოქალაქეებთან სისტემატური კომუნიკაციის შედეგად, არაერთი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განვახორციელეთ და ვაგრძელებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან შეხვედრებს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებების შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.
თაგები:
დევნილები

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დიდუბის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდნენ

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები წყალტუბოსა და ქუთაისის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შეხვდნენ

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ნაძალადევის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან შეხვედრა გამართეს