აფხაზეთიდან დევნილებს უფასო კარდიოლოგიური კვლევები ჩაუტარდათ

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩაფიძის კლინიკაში მორიგი უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა.
ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე აფხაზეთიდან დროებით დევნილ პირებს სრული კარდიოლოგიური მომსახურება გაეწიათ.
"წლის განმავლობაში ჩვენი დევნილები აქტიურად იყვნენ ჩართულები აქციაში, კლინიკის მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა ჯამში 500-მდე დევნილს ჩაუტარა უფასოდ კარდიოლოგიური კვლევები. მაღალი მომართვიანობიდან და დევნილთა საჭიროებებიდან გამომდინარე სამინისტრო მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქციების ორგანიზებას“, - განაცხადა ბესიკ კუსიდიმ.
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, პირველი მოადგილე მანონა გეჯუა და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
თაგები:
უფასო სამედიცინო აქცია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


