აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის კალიგრაფიის მასტერკლასები დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, პროექტი „შემოქმედებითი ზაფხული“ დაიწყო, რომელიც ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საკვირაო სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება და ერთ-ერთ მიმართულებას კალიგრაფიის მასტერკლასები წარმოადგენს.
პროექტის ფარგლებში დევნილი ახალგაზრდებისთვის კალიგრაფიის მასტერკლასები ტარდება. პროფესიონალმა კალიგრაფმა ლეილა ბაღბაიამ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს გააცნო ქართული კალიგრაფიის ხელოვნების სხვადასხვა ტექნიკა, ქართველ ხელნაწერთა ტრადიციები და კალიგრაფიულ ხელსაწყოებთან მუშაობის ძირითადი პრინციპები.
კურსის მანძილზე მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს განავითარონ შემოქმედებითი უნარები კალიგრაფიის ხელოვნების მიმართულებით.
შეხვედრას აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ლევან ჯანაშია, მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მურთაზ გურჩიანი და კულტურის სამმართველოს უფროსი სალომე უზუნაშვილი ესწრებოდნენ.
პროექტის დასკვნით ეტაპზე მასტერკლასზე შექმნილი აფხაზური თემატიკის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
თაგები:
კალიგრაფიის მასტერკლასები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს