აფხაზეთიდან დროებით დევნილებს სენაკში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სენაკში, ხობსა და აბაშაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას სენაკის სამედიცინო ცენტრ „დიომედში“ მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდა.
100-ზე მეტ ბენეფიციარს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდა, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცა.
ღონისძიებას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია, სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები და სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს