აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა კრისტოფორო დე კასტელის უნიკალური საარქივო მასალა დაათვალიერა

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იტალიის ქალაქ პალერმოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ პალერმოს ისტორიული ბიბლიოთეკა დაათვალიერა, სადაც XVII საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი ფასდაუდებელი დოკუმენტური მასალებია დაცული.
საცავში ინახება იტალიელი მისიონერის და მხატვრის კრისტოფორო დე კასტელის უნიკალური არქივი, რომლის ჩანაწერები და ესკიზები XVII საუკუნის საქართველოს ყოფა-ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე სრულ და თვალსაჩინო დოკუმენტურ წყაროდ მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ ხელნაწერების გაცნობის ექსკლუზიური შესაძლებლობა აფხაზეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს მიეცათ.
ღონისძიებას ასევე აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკა წივწივაძე და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარის წარმომადგენელი ქეთევან ქორქაშვილი ესწრებოდნენ.
თაგები:
გიორგი ძაძამია




