აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


ავტორი
Front News საქართველო
მემორანდუმი აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
დოკუმენტს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ ვეფხისტყაოსნის დარბაზში წარმოდგენილი, ჩხოტუების საგვარეულოს წარმომადგენლების მიერ საზღვარგარეთ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ორდენები და პირადი ნივთები აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად დაათვალიერა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, მინისტრის მრჩეველი მანანა ქვაჩახია, სამინისტროსა და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები.
თაგები:
მემორანდუმი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს