Logo

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა აჭარაში მცხოვრებ დევნილებს შობა-ახალი წელი მიულოცა

საზოგადოება
377
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი აჭარაში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

მინისტრმა აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს შობა-ახალი წელი მიულოცა და დღესასწაულებთან დაკავშირებით საახალწლო ნობათები გადასცა. 

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვა და სოციალური მხარდაჭერა. მთავრობის წევრები მთელი საქართველოს მასშტაბით ულოცავენ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ახალ წელს და საახალწლო ნობათებს გადასცემენ. მინდა ყველას და განსაკუთრებით ჩვენს დევნილებს მივულოცო შობა-ახალი წელი, ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას“, - განაცხადა ბესიკ კუსიდიმ. 

აფხაზეთის მთავრობამ საახალწლო ნობათი ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს გადასცა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები