აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორ ავთანდილ ძაგანიასთან ერთად სოხუმის უნივერისტეტის რექტორ თეა ჯუღელს შეხვდა.
მხარეებმა სამუშაო შეხვედრის ფარგლებში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სასწავლო პროცესების ხელშეწყობაზე, უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეებზე სამინისტროში არსებულ პროგრამებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ საკითხებზე.
შეხვედრას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია და პროფესორი დევი შონია ესწრებოდნენ.
თაგები:
ბექა ღვაჩლიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს