აფხაზეთის მთავრობამ ხანძრის შედეგად დაზარალებულ დევნილებს ფინანსური დახმარება გაუწია


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა თბილისში, ავჭალის დასახლებაში, უწერის №11-ში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მოინახულეს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილის დავალებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად აფხაზეთის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა, რომლითაც დევნილთა საცხოვრებლებში სარემონტო სამუშაოები განხორციელდება.
თაგები:
აფხაზეთის მთავრობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს