აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმერეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
მორიგი შეხვედრის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში არსებულ მდგომარეობასა და პრობლემებს გაეცნო.
შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ ისაუბრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე, რაც შესაძლებლობას იძლევა დროულად მოხდეს დევნილთა საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება.
„ვაგრძელებთ შეხვედრებს კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებთან. თითოეულ ოჯახთან საუბარი გვაძლევს საშუალებას უკეთ გავიგოთ მათი საჭიროებები და საერთო ძალებით ვეძებოთ გამოსავალი.
ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ვაიდენტიფიცირებთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს რაც კომპაქტურ ჩასახლებაში აქვთ, რათა ეტაპობრივად მოვახდინოთ ყველა არსებული საჭიროების უზრუნველყოფა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
აფხაზეთის მთავრობა აქტიურად განაგრძობს მუშაობას დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს