აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ მარტვილში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მარტვილის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა.
მთავრობის თავმჯდომარე პირადად გაეცნო დევნილი ოჯახების სოციალურ პირობებს, ყოველდღიურ გამოწვევებსა და საჭიროებებს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გიორგი ჯინჭარაძე ოჯახებს შესაბამის მხარდაჭერასა და არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მათი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
გიორგი ჯინჭარაძე ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასაც შეხვდება.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე




