აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები ბავშვებისთვის გასართობი პროექტის განხორციელება დაიწყო

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის დავალებით, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის ქალაქ ხონში პროექტი "ჯადოსნური დღეები“ გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია დაესწრო.
გასართობი პროგრამა ანიმატორებთან და ზღაპრის პერსონაჟებთან ერთად მრავალფეროვან აქტივობას, გუნდურ და ინტერაქტიურ თამაშებს, საპნის ბუშტების, მასკოტების და აზოტის შოუს მოიცავდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი 200-მდე ბავშვი მონაწილეობდა.
პროექტი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით რვა სხვადასხვა ქალაქში 8 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ბარაბაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა ბასილაია და სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი თურმანიძე ესწრებოდნენ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


