Logo

აფხაზეთის მთავრობის წევრები ივერონის მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ნათანაილს შეხვდნენ

საზოგადოება
195
Frontnews image description

ათონის მთაზე ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულთან  გელა ჯაფარიძესთან ერთად, ივერონის მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ნათანაილს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ივერონის მონასტერში დაცულ სიწმინდეებზე, მართლმადიდებლობას  და რწმენაში ერთიანობაზე ისაუბრეს.

"მადლობას ვუხდი არქიმანდრიტ ნათანაილს გულთბილი მასპინძლობისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი და ბედნიერება იყო, მისი ინიციატივით ივერონის მონასტრის საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერის გაკეთება.

საქართველო ვითარდება, მაგრამ ყველაფერთან ერთად მთავარია სულიერი განმტკიცება და სიძლიერე. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სამშობლო ღმერთის რწმენით და სიყვარულით არის გადარჩენილი.

ჩვენ აფხაზეთში გვაქვს ჩვენი ახალი ათონი და იმედიანად ვარ განწყობილი, რომ უფლის წყალობით ძალიან მალე შევძლებთ გაერთიანებულ საქართველოში, ჩვენს ახალ ათონში წირვა-ლოცვას“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ივერონის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ნათანაილმა ქართული დელეგაციის წევრები დალოცა, სიმტკიცე და სიძლიერე უსურვა.

Advertisement